fbpx
კრიმინალი

ომონიის ცენტრში 11 ქალი და 15 მამაკაცი დააკავეს – ისინი პოლიციისგან მიმალვას ცდილობდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ცენტრში, ომონიაზე, პოლიციამ 15 მამაკაცი და 11 ქალი დააკავა. როგორც ირკვევა, შემოწმება ჩატარდა ერთ-ერთ შენობაში, სადაც უკანონო საროსკიპო იყო გახსნილი და კარანტინის მიუხედავად, ფუნქციონირებდა.

ირკვევა, რომ პოლიციის დანახვისას მათ შესასვლელი კარი ჩაკეტეს და ოფიცრებისგან მიმალვა სცადეს, მაგრამ შემდეგ, დაგეგმილი ოპერაციის შედეგად პოლიცია, წინააღმდეგობის მიუხედავად, შიგნით მაინც შევიდა. ადგილზე დახვდათ 15 მამაკაცი, რომელიც კლიენტს წარმოადგენდა, ორი ქალი, რომელიც დროებით პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა და 9 ქალი, რომელიც პროსტიტუციით იყო დაკავებული და კლიენტებს იღებდა.

დაკავებულთაგან 24 მათგანს 300 ევროიანი ჯარიმა გამოეწერა, საროსკიპოს მფლობელს 5.000 ევროიანი, ხოლო ორ ქალს 3.000 ევროიანი ჯარიმა, ვინადიან წარმოადგენდნენ დროებით პასუხისმგებელ პირებს.

 

onalem

ტესტ