fbpx
პოლიტიკა

“ჩვენ ეპიდემია თითქმის მთლიანად შევზღუდეთ, ახლა გვსურს 1 ივლისს ტურიზმი გაიხსნას” – კირიაკოს მიცოტაკი CNN-თან

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ CNN-ის მთავარ რედაქტორს, ნიკ რობერტსონს მნიშვნელოვანი ინტერვიუ მისცა. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ კორონავირუსთან გამკლავება ასეთი დიდი წარმატებით, რომელმაც საბერძენთი მსოფლიოსთვის მაგალითად აქცია.

კირიაკოს მიცოტაკიმ თქვა:

“ჩვენ მივაღწიეთ იმ საფეხურს, რომ კორონავირუსის ეპიდემია თითქმის მთლიანად არის შეზღუდული. საუკეთესო ვარიანტი კი ის იქნება, რომ 1 ივლისისთვის ტურისტული სეზონი გაიხსნას. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.”

-საბერძნეთმა წარმოუდგენელი შეძლო. როგორ გააკეთეთ ეს?

ზომები მივიღეთ ნაადრევად და ჩვენი მესიჯი საზოგადოებას მკაფიოდ მივაწოდეთ. ასევე, სიტყვა დავუთმეთ ექსპერტებს და ეს საკითხი მათ მივანდეთ. მოქალაქეებს არ უნდა დაეცვათ ეს ზომები იმიტომ, რომ ეს კანონი იყო, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო საერთო სარგებლისთვის მიღებული ზომები.

-ფიქრობთ, რომ ერთო ტყვია აიცილეთ?

ცხადი და მკაფიოა, რომ პირველი ტყვია ჩვენ უკვე ავირიდეთ. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე საბერძნეთს მთელ ევროპაში ყველაზე დაბალი აქვს. როგორც თქვენ თქვით, ეს ორი თვის წინ მოსალოდნელი არ იყო. პირველი ტყვია ავიცილეთ, მაგრამ ახლა ისმის კითხვა, ვიქნებით თუ არა ასევე ჭკვიანები ქვეყნის გახსნის პროცესში, რომ დავარწმუნოთ მოქალაქეები უფრო მეტად პასუხისმგებლიანები იყვნენ.

-საბერძნეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე, 20%-ზე მეტი. ნიშნავს, თუ არა ზომების მოხსნა იმას, რომ ტურისტებს უკვე შეუძლიათ ჩამოსვლა?

არა, პირველ ეტაპზე ეს არ მოხდება. ჩვენ არ ვართ იმდენად დამოკიდებული ტურიზმზე, რამდენადაც მაგალითად პორტუგალია ან ესპანეთი. სამხრეთის ყველა ქვეყანა განსაკუთრებით არის ამ სფეროზე დამოკიდებული. რეალური კითხვა ის არის, თუ შევძლებთ ზაფხულში, მოგვიანებით მაინც მივიღოთ ტურისტები.

იქნება ეს შესაძლებელი?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროტოკოლს მკაცრად დავემორჩილებით. მოდით, იმედი გვქონდეს ევროპის დონეზე. მოსალოდნელია, რომ ხალხმა გაიკეთოს ტესტი საბერძნეთში ჩამოსვლამდე, ხოლო შემდეგ აქ განხორციელდეს გარკვეული შემოწმება. რა თქმა უნდა, ამ ზაფხულს ტურისტული გამოცდილება აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც წინა წლებში იყო. საჭიროა შევინარჩუნოთ დისტანცია. სავარაუდოდ, არ გაიხსნება ბარები, არ იქნება ხალხით გადატვირთულობა, მაგრამ მაინც იქნება შესაძლებელი, რომ დრო შესანიშნავად გაატაროთ. ახლა საუკეთესო სცენარი ის იქნება, რომ სეზონი 1 ივლისისთვის გაიხსნას. ამისთვის ვემზადებით და აქცენტი იქნება საჰაერო მიმოსვლაზე, რადგან ხალხის უმეტესობა საბერძნეთში სწორედ ამ გზით ჩამოდის. აეროპორტებში იმოქმედებს უმკაცრესი პროტოკოლი.

onalem

ტესტ