fbpx
საზოგადოება

“იყო ბევრი ისეთი მამაკაცი, რომელსაც არ ვიმსახურებდი, მათ დონეზე ვერასოდეს მივიდოდი” – ვანა ბარბა ანიტა პანიასთან

ვანა ბარბა ანიტა პანიას გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც ჟურნალისტის ყველა კითხვას გულღიად უპასუხა. ის შეეხო როგორც კარიერას, ასევე პირად ცხოვრებას და აღიარა, რომ ბევრ რამეს ნანობს.

“ძალიან სავსე და იღბლიანი ვარ. ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი ისეთი მამაკაცი, რომელთაც არ ვიმსახურებდი. ვიღაცები იყვნენ ბევრად უკეთესნი, ვიდრე მე. შეიძლება მქონდა სილამაზე და ახალგაზრდობა, მაგრამ არ ვიყავი მათ დონეზე. იყო ერთი ადამიანი, რომლის დონეზეც ვერასოდეს მივიდოდი, ვერასოდეს მივაღწევდი მის სიკეთესა და დიდსულოვნებას. 

მე უბრალოდ ერთი გოგონა ვიყავი, რომელმაც მხოლოდ იმის მიღება იცოდა, რაც სურდა. ნეტავ უფრო ამბიციური ვყოფილიყავი, ბევრად მეტ რამეს გავაკეთებდი. არავის უთქვამს ჩემზე უარი, ყოველთვის მე მივდიოდი. ახლა უკან ვიხედები და ვფიქრობ, რა იღბლიანი ვიყავი. არ შემიძლია, რომ ადვილად გავხდე პარტნიორი.”

ბარბამ ისიც აღნიშნა, რომ პროვინციიდან 18 წლის ასაკში წამოვიდა, არ სურდა, რომ იქ დაქორწინებულიყო და სხვა გოგონებს დამსგავსებოდა. ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან თავად მან გახადა იძულებული, რომ დაერტყა.

onalem

ტესტ