fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი საოცნებო ფესტივალზე დასასწრებად წავიდა და კონცერტზე გარდაიცვალა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ფესტივალი “Exit” ყოველ წელს სერბეთში იმართება და 37 წლის ბერძენი მამაკაცისთვის იქ წასვლა ერთდროულად საოცნებო და საბედისწერო აღმოჩნდა.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობებით, ახალგაზრდა მამაკაცმა დაახლოებით გამთენიის 05:00 საათზე თავი შეუძლოდ იგრძნო და მიწაზე უგონოდ დაეცა.

ადგილზე მობილიზებული სამედიცინო ბრიგადა 1 საათის მანძილზე ცდილობდა მის მდგომარეობიდან გამოყვანას, თუმცა, უშედეგოდ.

პოლიციის ცნობით, მისი სხეული ექსპერტიზაზე გადაასვენეს, სადაც გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენენ.

onalem

ტესტ