fbpx
საზოგადოება

უჩვეულო შემთხვევა საბერძნეთში: სრულიად ჯანმრთელმა ბერძენმა გოგონამ ბავშვი გააჩინა და 10 დღეა, გონზე არ მოსულა

დორა, ილიასიდან, სულ რაღაც 27 წლის არის და ორი დღის წინ ტვინით გარდაცვლილად გამოაცხადეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც 18 მაისს ჯანმრთელი ბიჭუნა გააჩინა და მისი მდგომარეობა უეცრად გართულდა. მან ვერ მოასწრო საკუთარი ვაჟის ჩახუტება, რომ რეანიმაციაში მოათავსეს და თავდაპირველად ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ ის კარგად იყო, შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ გოგონა ბოლო 10 დღეზე მეტია, რაც უგონოდ არის და ორი დღის წინ ტვინიც გაეთიშა. მას ხელოვნურად აცოცხლებენ. ოჯახი ამბობს, რომ მხოლოდ სასწაულის იმედი აქვთ.

“ჩვენ ვსაუბრობთ 27 წლის გოგონაზე, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, არ აქვს არანაირი პრობლემა თავის ისტორიაში. მე ისინი პირადად გავიცანი და ეს არის ნამდვილად შეკრული ოჯახი. გოგონას ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, რომ კერძო კლინიკაში ემშობიარა, მაგრამ კორონავირუსის თემიდან გამომდინარე ჯანდაცვის სისტემის მიმართ ძლიერი ნდობა ჩამოუყალიბდა და თქვა, რომ საჯარო საავადმყოფოში იმშობიარებდა, რათა უფრო უსაფრთხოდ ყოფილიყო.

მისმა ფეხმძიმობამ სრულიად უპრობლემოდ ჩაიარა და 7 თვემდე მუშაობდა კიდეც.

გააჩინა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, 3.400 კილოგრამი. ის მივიდა საკუთარი ფეხით და ახლა რეანიმაციის საწოლზე წევს,” აცხადებს ოჯახის ადვოკატი.

საავადმყოფოს პერსონალი და ექიმები, რომელთაც დორა ამშობიარეს, არ იძლევიან პასუხებს, თუ რა და რატომ მოხდა. სწორედ ეს ტანჯავს მის მეუღლეს ყველაზე მეტად. კრიმინოლოგები კი ამბობენ, რომ აუცილებლად გამოიძიებენ ყველა დეტალს, რაც ოჯახს აინტერესებს.

 

onalem

ტესტ