fbpx
საქართველოს საელჩოს სიახლეები საბერძნეთში

საბერძნეთში საქართველოს საელჩო ქართველი ემიგრანტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ‼️

🔹 მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გამოცხადდენ საქართველოს საელჩოში (ტაიგეტუს ქ. 27, პალეო ფსიხიკო) და დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე შაბათს, 10 ოქტომბერს, 10.00 საათიდან 13.00 საათამდე და 14.00 საათიდან 16.00 საათამდე. 🔹სავალდებულოა, მოქალაქემ წარმოადგინოს მოქმედი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.