fbpx
საზოგადოება

ზაკინთოს მოსახლეობა მიწისძვრის შიშით ღამეს გარეთ ათევს

გავრცელებული ინფორმაციით, ზაკინთოს მოსახლეობა ჯერ კიდევ შოკშია კუნძულზე სეისმური ბიძგების გამო, სწორედ ამიტომ, მათ სახლებში დაძინების ეშინიათ და ღამეს გარეთ ათევენ.

როგორც ცნობილია, ღამის განმავლობაში მინიმუმ 8 მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთა ძალაც 4-დან 4, 8 ბალამდე იყო.

ტელეკომპანია Skai-სთან ინტერვიუში ეფთიმიოს ლეკასი აცხადებს, რომ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ბუნებრივია, რომ უნდა ველოდოთ მსგავს ბიძგებს, რომლებიც ათჯერ სუსტი მაინც იქნება და არაფერს დააზიანებს.

მისი თქმით, კუნძული ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, თუმცა მნიშვნელოვანია მალე მოგვარდეს იმ შენობების საკითხი, რომლებიც მიწიძვრამ საგრძნობლად დააზიანა.

პრობლემები აღინიშნება ნავაგიოს ცნობილ პლაჟზეც, სადაც ცოტა ხნის წინ კლდე ჩამოიშალა, რამაც ტურისტების დაშავება გამოიწვია.

onalem

ტესტ