fbpx
საზოგადოება

ხუთი დღე საჭმლისა და წყლის გარეშე – 70 წლის მოხუცის ისტორია საბერძნეთიდან

ისტორია დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მრავალი ადამიანია, რომელთა შესახებაც უბრალოდ არ ვიცით. ამჯერად ევიაში, კიმის სანაპიროზე მარტოდმარტო მცხოვრები 70 წლამდე მოხუცი მოხალისეებმა გადაარჩინეს, მაგრამ მისი მდგომარეობა უმძიმესია. მამაკაცმა, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ხუთი დღე წყლისა და საჭმლის გარეშე გაატარა.

მას ადგილობრივები ეხმარებოდნენ ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რად მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ გამოჩნდა, ისინი შეწუხდნენ და მაშველების ჯგუფი გამოიძახეს.

იმ ადგილას შეღწევა, სადაც ის ცხოვრობს, ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან მას ძაღლები დარაჯობდნენ. საბოლოოდ, შიგნით შესვლისას ნახეს მამაკაცი, რომელიც შიმშილისა და წყურვილისგან სიკვდილას პირას იყო მისული.

სასწრაფო დახმარების მანქანით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

onalem

ტესტ