fbpx
საზოგადოება

Xρονια Πολλα Ελενα! – ელენა პაპარიზუს 37 წელი შეუსრულდა!

ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერალი, კომპოზიტორი და სატელევიზიო სახე, ელენა პაპარიზუ 1982 წლის 31 იანვარს დაიბადა… მას გუშინ 37 წელი შეუსრულდა.

შვედური წარმომავლობის გოგონამ პატარაობიდანვე გამოავლინა საოცარი ნიჭი არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ ცეკვასა და არტისტულობაშიც და წლების გასვლასთან ერთად სხვადასხვა სკოლებში პროფესიული ცოდნაც შეიძინა.

ელენა ამბობს, რომ მის მშობლებს მუსიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და ერთადერთი ადამიანი ოჯახში, რომელიც მისი ინსპირაციის წყარო გახდა, ბებია, მამის დედა იყო.

ელენა პაპარიზუს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა 2005 წლის ევროვიზიაა, რომელზეც მან გამარჯვება მოიპოვა. კონკურსი კიევში ჩატარდა და მილიარდობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს. სიმღერამ “My Number One” თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა და საბოლოოდ ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. ელენამ ამ წელს საბერძნეთისთვის ისტორია დაწერა. ის იყო პირველი ბერძენი მომღერალი, რომელმაც ევროვიზია მოიგო.

ამ გამარჯვებამ მომღერალი საერთაშორისო დონეზე აიყვანა და დროთა განმავლობაში ის ცვლიდა საკუთარი რეპერტუარის ჟანრებს.

2010 წელს Forbes-მა ის 21 ყველაზე გავლენიან ბერძენს შორის დაასახელა.

ამ დრომდე ელენას 9 ალბომი აქვს გამოშვებული, რომელშიც ჩვენთვის არაერთი საყვარელი სიმღერა შედის.

Xρονια Πολλα Ελενα!

 

onalem

ტესტ