fbpx
პოზიტივი

ხელშეუხებელი ბერძნული კუნძული ფოლეგანდროსი (ფოტოები)

ფოლეგანდროსი პატარა, მშვიდი ბერძნული კუნძულია, რომელიც ტურისტების ყურადღების მიღმა რჩება. ის პოპულარული სანტორინიდან მხოლოდ 1 საათის სავალზე მდებარეობს და სტუმრებს საუკეთესო, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. აქ ვერასდროს იხილავთ ხალხით გადატვირთულ სანაპიროებს.

ფოლეგანდროსი ცნობილია თავისი ხელშეუხებლობით. მას სახელი მეფე მინოსის ვაჟის საპატივცემულოდ დაერქვა.

კუნძულზე მხოლოდ სამი პატარა სოფელია. მათგან მთავარი, ხორა, მაღალ კლდეებზე მდებარეობს. აქ არის თეთრი სახლები, უამრავი ფერადი კარით. სოფელში უამრავი ტავერნა, ამიტომ კუნძულის სტუმრები არ მოიწყენენ, თუკი სანაპიროებს არ ესტუმრებიან, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველთვის ცარიელია.

აქ დააგემოვნებთ ტრადიციულ საჭმელს სახელად “მაცატა” და სასმელს, რომელსაც “რაკომელოს” უწოდებენ.

სოფელ ხორაში შეგიძლიათ მოინახულოთ უმშვენიერესი უძველესი ტაძარი, რომლის აშენების ზუსტი თარიღიც ცნობილი არ არის. თუმცა, მისი რეკონსტრუქცია 1687 და 1821 წლებში მოხდა.

კუნძულის დანარჩენი ორი სოფელი, კარავოსტასი (სადაც პორტი მდებარეობს) და ანო მერია ხორასთან მოასფალტებული გზებით არის დაკავშირებული. ცხადია, აქაც იპოვით ტრადიციულ ბერძნულ “კაფენიოებს” და ტავერნებს, სადაც ბერძნულ სულს შეიგრძნობთ.

კარავოსტასის და ანგალის სანაპირო საუკეთესოა კუნძულზე. აქ მისვლა, ისევე როგორც სხვა სანაპიროებზე, ავტობუსით არის შესაძლებელი.

ფოლეგანდროსზე სტუმრობა გემით ხდება შემდეგი მიმართულებების საშუალებით: პირეა – მილოსი – სანტორინი ან ფაროსი – მიკონოსი – იოსი – სიკინოსი.

onalem

ტესტ