fbpx
საბერძნეთი

ხანძრის მაღალი რისკის გამო ათენის ცენტრში საგანგებო ზომებს იღებენ!

ათენის მუნიციპალიტეტის მექანიზმები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ტექნიკოსები, პოლიცია, სახანძრო ბრიგადები, სოციალური სოლიდარობის ორგანიზაციები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ. საუბარია ხანძრის მაღალ რისკებზე, რომელიც თავად ათენის ცენტრში ფიქსირდება.

კერძოდ, პოლიცია და სახანძრო გაძლიერებულად მუშაობს ეროვნულ პარკში, პაგრატის პარკში, ლიკავიტოზე, ფილოპაპუზე, სტრეფისა და ლამბრაკიში. აღნიშნულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომების გამო, მანქანებით შესვლა აკრძალულია.

წყლის ჭავლების გარდა, ხანძარსაშიში ადგილები ასევე უზრუნველყვეს სპეციალური ამწე მანქანებით, რომლებიც ტერიტორიებს ხეების ვარდნისგან დაიცავს.

ათენის მუნიციპალიტეტი მოუწოდებს საზოგადოებას, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში 24 საათის მანძილზე დაუკავშირდნენ ნომერზე, 1595.

onalem

ტესტ