fbpx
კრიმინალი

ხანძარი ერთ-ერთი კრიმინალის სახლში, რომელიც ამინისტიის შედეგად გაათავისუფლეს

დღეს დილით 75 წლის კრიმინალის სახლში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული პიროვნება ციხიდან პარასკევოპულოს მიერ მიღებული კანონის ფარგლებში 2016 წელს გაათავისუფლეს.

ვარაუდობენ, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ან დამნაშავის მიერ მოკლული ადამიანების ნათესავებმა სამართლის აღსრულება ამ გზით გადაწყვიტეს. პიროვნება, რომელსაც ორი ადამიანის მკვლელობისთვის 42 წელი ჰქონდა მისჯილი, გაათავისუფლეს. ასევე დააპატიმრეს მისი ცოლი, რომელსაც ბრალად მკვლელობაში თანამონაწილეობა ედებოდა. მას 32 წელი მიუსაჯეს.

75 წლის მამაკაცს, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ”მეთევზე” (Μητσάρας ο ψαράς) 2010 წელს (68 წლის ასაკში) მეზობლებთან და ნათესავებთან ჩხუბი მოუვიდა. შელაპარაკების ფონზე მან დანა გამოიყენა, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ის სახლში წავიდა, თოფი მოიტანა და რამდენჯერმე ესროლა ხალხს, რომლებსაც ძალიან კარგად იცნობდა. შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა. ეს ყველაფერი სოფელ კაიკიში მოხდა.

დაპატიმრების შემდეგ, ის 2016 წლის აპრილში, პარასკევოპულოს კანონის ფარგლებში გაათავისუფლეს, რადგან ის ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომაროებაში იყო. დამნაშავის ცოლი კვლავ სასჯელს იხდის.

ხანძრის გაჩენას მოკლული ხალხის ნათესავების მხრიდან შურისძიებასთან აკავშირებენ. რადგან ისინი ჯერ კიდევ ვერ გაუმკლავდნენ უდანაშაულო ხალხის სიკვდილს. დამნაშავე კი არც თუ ისე მძიმე სასჯელის შემდეგ, სრულიად გაათავისუფლეს…

onalem

ტესტ