fbpx
პოზიტივისაქართველო

წელს საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარდება – მხარი დავუჭიროთ გრიგოლ ყიფშიძეს!

საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსის მასპინძლობისთვის აქტიურად ემზადება

საბავშვო ევროვიზიის კონკურს საქართველო 26 ნოემბერს უმასპინძლებს. 16 ქვეყნის მონაწილე კონკურსანტი მაყურებლის წინაშე  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამოვლენ.

საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის აქტიურად  ემზადება. უკვე  დასრულებულია მთავარი სცენის და დეკორაციის მონტაჟი. მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვაც. 

შოუს გენერალური რეპეტიცია 25 ნოემბერს გაიმართება და იდენტური იქნება მთავარი ღონისძიების.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა. კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით, შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს. ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე მეცხრე ნორმად გამოვა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ