fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: ბერძნების ოჯახმა მიცვალებული დაკრძალა, შემდეგ კი შეატყობინეს, რომ ის ცოცხალი იყო

წარმოუდგენელი შემთხვევა კუნძულ როდოსზე მოხდა და ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, 24 აპრილს მიხალი პეტრიდის ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის სარდაფში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ვინაიდან ამ შენობაში ცხოვრობდა 73 წლის მოხუცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მუდმივად ექიმებთან დადიოდა, პოლიციამ ჩათვალა, რომ გარდაცვლილი სწორედ ეს მამაკაცი იყო და მის ოჯახს შეატყობინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, როცა მათ ცხედარი მიუსვენეს, სასახლე დაკეტილი იყო და ექსპერტების მითითებების საფუძველზე, საერთოდ არ გახსნეს, რის გამოც, ოჯახმა მიცვალებული ფიზიკურად ვერ ნახა. მიუხედავად ამისა, მამაკაცის შვილს სჯეროდა, რომ სასახლეში ნამდვილად მისი მამის ცხედარი იყო მოთავსებული.

დაკრძალვის ცერემონია ჩვეულ რეჟიმში შედგა და აქედან რამდენიმე დღეში მათ დარეკეს და უთხრეს, რომ 73 წლის მამაკაცი სინამდვილეში ცოცხალი იყო, რაც ნიშნავს, რომ მათ სრულიად უცხო ადამიანი დამარხეს.

“ერთ-ერთი დაწესებულებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მამაჩემი ცოცხალი იყო და მათთან იყო განთავსებული, რადგან იქ იღებენ ადამიანებს, ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემებით. ეს იყო დიდი შოკი,” ამბობს მისი ვაჟი.

როგორც ირკვევა, 73 წლის მამაკაცს ოჯახთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდა. როდესაც ის ბოლოს ძალიან ავად გახდა, საავადმყოფოდან მიმღებ დაწესებულებაში მოათავსეს, რის შესახებაც მის შვილს არ შეატყობინეს.

უახლოეს მომავალში იგეგმება დამარხული გვამის ექსგუმაცია, რათა გამოძიება სისრულეში მოვიდეს.

onalem

ტესტ