fbpx
საზოგადოება

“ალბანელო, წადი უკან, შენს ქვეყანაში” – ბერძნული შოუს მონაწილე რასიზმის შესახებ

ბერძნული შოუს “Next Top Model”-ის მონაწილე, მეგი დრიო, საბერძნეთში ცხოვრების წლებზე საუბრობს. ის ალბანეთიდან არის, რის გამოც ხშირად ხდებოდა ჩაგვრის მსხვერპლი. გოგონას თქმით, არა მხოლოდ წარსულში, არამედ ახლაც ესმის რასისტული ფრაზები თავისი მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ, ალბანელია:

“18-19 წლის ასაკში ჩემკენ თითს იშვერდნენ და ამბობდნენ: ის ალბანელია, ის ალბანელია. მე არ ვმალავ ჩემს წარმოშობას, რის გამოც, ახლაც მესმის “წადი უკან, შენს ქვეყანაში.” ჩვენ ყველა თანაბარი ვართ. გამიგია ასევე, როცა კაცები ამბობდნენ: “არასოდეს დაველაპარაკები ან გავალ გოგოსთან ერთად, რომელიც ალბანელია. ბულინგის გამო სკოლიდან გამოვედი და გამოცდები ინტერნეტის საშუალებით ჩავაბარე.

ჩემი ბოლო ურთიერთობისასაც, როდესაც ყველაფერი დამთავრდა, მან მიმითითა ჩემს წარმოშობაზე. მითხრა, “ალბანელო, წადი შენს ქვეყანაში.” ეს კაცი გვერდით 2.5 წელი მყავდა. ამიტომ ძალიან მეტკინა გული.”

onalem

ტესტ