fbpx
საზოგადოება

ვინ წარადგენს საბერძნეთს ევროვიზია 2019-ზე?!

უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კალომირა სარანტისმა ევროვიზია 2008-ზე საბერძნეთი წარმატებით წარადგინა და მე-3 ადგილი დაიკავა. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთს სურს 2019 წელს სწორედ ბერძენ-ამერიკელმა მომღერალმა წარადგინოს ქვეყანა ევროვიზიის კონკურსზე.

ცნობილია, რომ ტელეკომპანია ERT-ის წარმომადგენლები მას უკვე შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა 16 ნოემბერს რადიოსადგურ Agia Paraskevi-ში შედგა.

როგორც თავად მომღერალი აცხადებს, რადგანაც მან მონაწილეობა არ მიიღო წლევანდელ კონკურსში, რომელიც მისთვის 10 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება იქნებოდა, სავარაუდოდ, ამის გაკეთებას აღარასოდეს დააპირებს.

მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კალომირა საბერძნეთს იანვარში უნდა ეწვიოს, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, წარადგენს თუ არა ის საბერძნეთს მსოფლიო კონკურსზე თელ-ავივში.

იხილეთ მისი გამოსვლა 2008 წელს:

onalem

ტესტ