fbpx
საზოგადოება

“ვამზადებ ახალ, განსხვავებულ სიმღერას, რომელიც სექტემბერში გამოვა” – თამთა

თამთამ ერთ-ერთ ბერძნულ საინფორმაციო წყაროსთან ისაუბრა და სამომავლო გეგმების შესახებ გაამხილა.

-რა არის შენი საიდუმლო, რომ პლაჟზე და ზოგადად, ზაფხულში ფანტასტიურად და მოდურად გამოიყურები?

ჩემთვის მოდური არის ის, რაც შიგნიდან მოდის. ჩვენ უნდა ვსვათ ბევრი წყალი, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი ლოსიონი და ვატაროთ საცურაო კოსტიუმი, რომელიც ჩვენს სხეულს იდეალურად ერგება.

-გვითხარი, რისთვის ემზადები?

ჩვენ ახალ სიმღერას ვამზადებთ, რომელიც სექტემბერში გამოვა და იქნება განსხვავებული იმასთან შედარებით, რასაც ჩემგან ხართ მიჩვეული.

-რას შეეხება ტელევიზიას, აპირებ რომელიმე ტალანტ შოუში ჟიურის წევრი იყო?

მომავალი წლისთვის რამდენიმე საკითხს განვიხილავთ. ჯერჯერობით რომელიმეზე არ შევჩერებულვართ. მე ავირჩევ იმას, რომელიც ჩემს საქმესთან ახლოს იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ მუსიკა არის ის, რაც ნამდვილად მიყვარს.

onalem

ტესტ