fbpx
პოზიტივი

უკიდურესი გაჭირვებიდან დიდ ბედნიერებამდე, დომენიკ მანგოს დამსახურებით!

ახალ წელს კიდევ ერთი ოჯახი შეხვდა უდიდესი სიხარულითა და ბედნიერებით. სახლში, სადაც ადრე ისე წვიმდა და ციოდა, როგორც გარეთ, ახლა ადამიანური პირობებია და ეს ყველაფერი სამოქალაქო აქტვისტის, კუკური ბარამიძის, იგივე დომენიკ მანგოს დამსახურებით მოხდა.

ადამიანმა, რომელსაც საქართველოს ნახევარზე მეტი შეურაცხყოფას აყენებდა და თავადაც ერის კრიტიკით იყო გამორჩეული, კახეთში მცხოვრებ, გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე მყოფ ნატა ბანცურაშვილთან ერთად, ფაქტობრივად, 17 დღე იცხოვრა, შეაგროვა მისთვის თანხა და გაუკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო.

დომენიკ მანგომ მოხალისეებთან ერთად გაარემონტა მათი სახლი, რომელშიც ნატას საკუთარი შვილის გაზრდა არ შეეძლო. არასაკმარისი პირობების გამო ბავშვი, მისივე თანხმობით ლანჩხუთში, მიმღებ ოჯახში იზრდება. მოგვიანებით მათ ბავშვიც მოინახულეს და იმედოვნებენ, რომ ის დედასთან მალე დაბრუნდება, რადგან ახლა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ავადმყოფ დედასთან ერთად ცხოვრობს, ბევრად უკეთესი პირობები აქვს.

ახალი წელი მანგომ და მისმა მეგობრებმა ნატასთან ერთად გაატარეს.

როგორ ცხობრობდა ნატა აქამდე:

https://www.facebook.com/baramidzekukuri/videos/916450052077034/

https://www.facebook.com/baramidzekukuri/videos/2135982179997140/

რა შეცვალეს კუკური ბარამიძემ და მისმა მეგობრებმა პატარა ოჯახის ცხოვრებაში:

https://www.facebook.com/baramidzekukuri/videos/1023212487858490/

https://www.facebook.com/baramidzekukuri/videos/500588827101519/

https://www.facebook.com/baramidzekukuri/videos/842167069460757/

https://www.facebook.com/baramidzekukuri/videos/381949272348592/

onalem

ტესტ