fbpx
საზოგადოება

16 წელი მხოლოდ საბერძნეთში და არსად სხვაგან – “ჩვენ ვაფასებთ ამ ერთგულებას!”

“ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარი ქვეყნის სიყვარულს სხვებისგან სწავლობ,” წერს ბერძნული მედია.

ბელგიელი წყვილი საოცრად შეყვარებულია საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე და მას უკვე, არც მეტი არ ნაკლები, 16 წელია სტუმრობს. რონი ვაგენენდესა და ვილმა ბიერს ხიოსის მუნიციპალიტეტმა საპატიო ჯილდო გადასცა. სიგელი, რომელშიც წერია, რომ ბერძნები აფასებენ მათ ერთგულებასა და სიყვარულს კუნძულის მიმართ.

ბელგიელებს აუტიზმის მქონე შვილი ჰყავთ და ამბობენ, რომ ისინი 16 წლის წინ, გააოცა არა მხოლოდ კუნძულის სილამაზემ, არამედ იმ უთბილესმა დამოკიდებულებამ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი შვილის მიმართ გამოხატა. მას შემდეგ კი, უკვე 16 წელია ტრადიციას არ ღალატობენ და მათთვის არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც დასასვენებლად წასვლას ისურვებდნენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცმა 1, 000 ევრო გადაიხადა, რათა საკუთარი მანქანის საგზაო ნიშანზე “ხიოსი” დაეწერებინა.

onalem

ტესტ