fbpx
ემიგრაციული სიახლეები

უარი საბერძნეთში შემოსვლაზე – რამდენი ქართველი არ შეუშვეს შენგენის ზონის ქვეყნებში?!

საბერძნეთი არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქართველების არ შეშვების ფაქტები ფიქსირდება, თუმცა, ის მოწინავე პოზიციას არ იკავებს.

შენგენის ზონის ქვეყნებიდან ქართველები ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებიან. ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს 2018 წლის დეკემბრის სტატისტიკაშია მოცემული.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 7 914 იყო. მას მოსდევს იტალია, სადაც 4 039 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი – 3 679 გასვლით პოლონეთია.

სტატისტიკა ჯამში, 29 ქვეყანას მოიცავს და ის ქვეყნებიც არის ნაჩვენები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.

აღსანიშნავია, რომ 29 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე უარი დეკემბერში მხოლოდ 12 ქვეყნის შემთხვევაში არ ფიქსირდება. ეს ქვეყნებია: ნიდერლანდები, ლიეტუვა, რუმინეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, მალტა, ნორვეგია, ხორვატია, სლოვაკეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი და სლოვენია.

რაც შეეხება უარს, გასული წლის დეკემბერში ყველაზე მეტი – 45 უარი საქართველოს მოქალაქეებმა – იტალიის საზღვრის გადაკვეთაზე მიიღეს; მას მოსდევს კვიპროსი – 34 უარით; მე-3 ადგილზეა ესპანეთი – სადაც 33 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა უარი. ხუთეულში არიან ასევე -საფრანგეთი და პოლონეთი, შესაბამისად, 26 და 24 მოქალაქის გამობრუნებით. ამათ გარდა, საქართველოს მოქალაქეები არ შეუშვეს ასევე – გერმანიამ (16); საბერძნეთმა (16); უნგრეთმა (18); ჩეხეთმა (3); ავსტრიამ (2); ლატვიამ (12); ბელგიამ (4); შვედეთმა (1); შვეიცარიამ (2); დანიამ (2); ესტონეთმა (2) და ისლანდიამ (1).

onalem

ტესტ