fbpx
საქართველო

თვეში დავით საგანელიძის ანაზღაურება საშუალოდ 33 ათასი ლარია – 2016 წლის დეკლარაცია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2016 წლის განმავლობაში თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 33 687.5 ლარს ნიშნავს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთმა ზეპირი ფორმით მიიღო საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე თემურ ჩიხრაძესაგან, რადგან ქონებრივ დეკლარაციაში საგანელიძე შესაბამისი გრაფა ცარიელია:

საპარტნიორო ფონდში განაცხადეს, რომ საგანელიძემ დეკლარაცია შეავსო და შესაბამის უწყებაში გადაგვამისამართეს, თემურ ჩიხრაძეს ვკითხეთ, რატომაა მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქონებრივ დეკალრაციაში გრაფა ცარიელი, რაზეც მან გვიპასუხა, რომ სავარაუდოდ პრობლემა ტექნიკურია, რასაც პროგრამისტები გაარკვევენ.

საგანელიძე საპარტნიორო ფონდში 2015 წელს მივიდა, სადაც მან ირაკლი კოვზანაძე შეცვალა. მაშინ საგანელიძე აცხადებდა, რომ კოვზანაძემ ხელფასი 21 000 ლარმდე შეიმცირა.

“ხელისუფლების შეცვლის შემდეგ როცა [საპარტნიორო ფონდში] ირაკლი კოვზანაძე მივიდა, ხელფასი 50 [ათასიდან] 21 [ათასი] გახდა”.

კვირის პალიტრასთან საუბარიში კი საგანელიძე ამბობდა, რომ თუ არაადეკვატურად მაღალი ხელფასი ექნებოდა, აუცილებლად შეიმცირებდა.

“ნამდვილად არ ვიცი, “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის გასამრჯელო რამდენია, მსგავსი დეტალის დასაზუსტებლად თავი არ დამიმცირებია. შესაძლოა, ჩემს მომავალ თანამშრომლებს ეს განცხადება არ მოეწონოთ, მაგრამ ვიცი, რომ “საპარტნიორო ფონდში” საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, რაც არასწორია. თუ არაადეკვატურად მაღალი ხელფასი მექნება, აუცილებლად შევიმცირებ. ხელფასი და დიდი შემოსავლები რომ მდომოდა, პარლამენტში ავაწყობდი საქმეს ისე, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობა გარეთაც შესამჩნევი იქნებოდა”, – განაცხადა საგანელიძემ 2015 წლის სექტემბერში.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საშემოსავალოს სახით საგანელიძის გადახდილი აქვს 80 850 ლარი, საქველმოქმედო მიზნებისთვის 61 550 ლარი (მის მეუღლეს – 60 000 ლარი), ხოლო ქონების გადასახის სახით – 5516 ლარი.

სრულად საგანელიძის ქონებრივ დეკლარაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

სს „საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს.

ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი “BB-“, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

„საპარტნიორო ფონდი” შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). ფონდის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ფონდის მმართველობის ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი ორგანო და საინვესტიციო საბჭო.

სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის საქართველოს მთავრობის 4 წევრი და კერძო სექტორიდან მოწვეული 3 პირი. კერძოდ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები; თი-ბი-სი ბანკის, საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები.

დავით საგანელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასის ოდენობას სწორედ სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს.

onalem

ტესტ