fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

თუ საბერძნეთში უმუშევარი ხართ, მიიღეთ 400 ევრო ყოველთვიურად OAED-ისგან!

1 თებერვლიდან მინიმალური ხელფასის ზრდასთან ერთად ახალი კანონი უმუშევარ მოსახლეობასაც შეეხო. მინისტერიალის გადაწყვეტილებით საბერძნეთში მცხოვრები პირები, რომლებიც ოფიციალურად უმუშევრის სტატუსს ატარებენ, თვეში 400 ევროს მიიღებენ.

ამ დრომდე OAED-ში რეგისტრირებული პირი დახმარების სახით 360 ევროს იღებდა, ხოლო ახლა თანხა 400 ევრომდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ალექსის ციპრას ოფიციალური გადაწყვეტილებით, საბერძნეთში ოფიციალურად დასაქმებული პირის მინიმალური ხელფასი 650 ევრო უნდა გახდეს.

1 თებერვლიდან ცვლილებები ნელ-ნელა ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 880.000 ადამიანს შეეხება.

საკუთარი მდგომარეობის გასარკვევად მიაკითხეთ ორგანიზაცია OAED-ს.

onalem

ტესტ