fbpx
საზოგადოება

ტრიკალა: 17 თვის გოგონამ სხეულის 70%-იანი დამწვრობა მიიღო, შედეგად კი გარდაიცვალა

ტრიკალა ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ, 17 თვის გოგონას ტრაგიკულ გარდაცვალებას გლოვობს.

ინციდენტი ოთხშაბათს ღამით, ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში მოხდა. მცირეწლოვანი გოგონა დედამ ტრიკალას საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც ექიმებმა პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები დაუდგინეს. მას სხეულის 70% ჰქონდა დამწვარი, მკერდის ქვემოთ.

მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რის გამოც, ლარისას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებიც კი გაჰყვნენ.

აღმოჩნდა, რომ ჩვილს მდუღარე წყალი გადაესხა, დამწვრობები კი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

სამედიცინო პერსოანლის მცდელობების მიუხედავად გოგონა შუაღამით გარდაიცვალა.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, თუ როგორ მოხდა უბედური შემთხვევა და რა იყო მიზეზი. პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბავშვის მშობლებს, რომელთაც გარდაცვლილი გოგონას გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავთ.

 

onalem

ტესტ