fbpx
საზოგადოება

თესალონიკში მღვდელს 40 დღის ბავშვი ხელიდან გაუვარდა – მისი მდგომარეობა კრიტიკულია

ეს თესალონიკში ბოლო დროს მომხდარი ყველაზე მძიმე შემთხვევაა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 დღის  ბავშვს ქვედა კიდურის ძვალი გაებზარა, ასევე, დაზიანებული აქვს თავი.

ახალშობილი მღვდელს ხელში ეჭირა და მისთვის ლოცვის წაკითხვას აპირებდა, რომელიც დაბადებიდან 40 დღის შესრულებას უკავშირდება. სწორედ ამ დროს ის წაბორძიკდა და ბავშვი იატაკზე დავარდა.

შედეგად აღნიშნული დაზიანებები მიიღო და პაპაგეორგიუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი ძალიან პატარაა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულად ითვლება.

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ინფორმაციით, მღვდელი საკმაოდ მოხუცია იმისთვის, რომ მსგავსი მსახურება ჩაატაროს, სწორედ ამ მიზეზით ადგილობრივები მის შეცვლას დიდი ხანია ითხოვენ.

onalem

ტესტ