fbpx
საზოგადოება

თესალონიკის აეროპორტში ბილეთი იყიდა, კრეტაზე კი უკვე მდიდარი ჩაფრინდა!

დაუჯერებელი შემთხვევა გასულ პარასკევს მოხდა. 60 წლის კრეტელმა მამაკაცმა, რომელიც თესალონიკიდან ირაკლიოში მიფრინავდა, აეროპორტში ბედის საცდელად ლატარიის ბილეთი იყიდა.

მამაკაცმა რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგო, რომ დიდი რაოდენობის თანხა მოიგო, თუმცა, მან სიხარულის სხვა მზგავრებისგან დამალვა სცადა, რადგან დარწმუნებული არ იყო… ეს ყველაფერი დაუჯერებლად ჟღერდა.

როცა თვითმფრინავი ირაკლიოში ჩაფრინდა, ის დაუყოვნებლივ გაემართა ΟΠΑΠ-ის ოფისში და ინფორმაცია დააზუსტა.

აღმოჩნდა, რომ ის 500, 000 ევროს მფლობელი იყო.

ekriti.gr-თან საუბრისას გახარებულმა კრეტელმა ვერ დააკონკრეტა, თუ რაში გამოიყენებს მოგებულ ფულს, მაგრამ თქვა, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთებას აპირებს.

 

onalem

ტესტ