fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: თერმაიკოს ყურე ისევ “გაშავდა”!

თერმაიკოს ყურეში ბოლო დღეებში დაფიქსირებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. როგორც ჩანს, ზღვაში დაბინძურებამ კვლავ იჩინა თავი.

ფენომენი ქალაქის “თეთრი კოშკის” სადგურამდეც კი გავრცელდა, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყრის თავს. გუშინ, კი კინემატოგრაფიის 59-ე ფესტივალთან დაკავშირებით, ქალაქში უფრო მეტი სტუმარი შეინიშნებოდა.

მსგავსი სანახაობის მომსწრენი თესალონიკელები ბოლო რამდენიმე ხანია არიან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მცენარეული პლაქტონებისა და საკანალიზაციო წყლების ურთიერთქმედებით არის გამოწვეული.

უფრო კონკრეტულად კი, ისინი ამბობენ, რომ მცენარეული პლაქტონები ზღვაში უფრო და უფრო ხშირდება და საბოლოოდ წყალს ყავისფერ ფერს აძლევს.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ