fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: პოლიციამ სატვირთოში დამალული 158 ემიგრანტი იპოვა

საბერძნეთში ადამიანები არალეგალური გზით შემოსვლას კვლავ აგრძელებენ. მათ თურქეთი გამოიარეს და დროებით თესალონიკში მცირე ხნით უნდა გაჩერებულიყვნენ, თუმცა, დღეს, სულ რამდენიმე საათში, პოლიციამ მათი დაკავება მოახერხა.

სატვირთოში, რომელიც ოფიცრებმა გაჩხრიკეს, 158 არალეგალი იმალებოდა.

ისინი არიან ეგვიპტის, ავღანეთის და პალესტინის მოქალაქეები, მათ შორის არის 48 სირიელი.

დაკავებისას სატვირთო დერვენში იყო გაჩერებული.

ერთი საათის შემდეგ პოლიციამ გაარკვია, რომ იგივე მძღოლს კიდევ 110 მიგრანტი ჰყავდა გადაყვანილი.

ცნობილია, რომ ისინი, ვისაც ხალხი საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდათ, ერთი ადამიანისგან 2, 000 ევროს იღებდნენ.

თუმცა, საბოლოოდ დანაშაულებრივი სქემა პოლიციამ გაშიფრა.

onalem

ტესტ