fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: გარდაცვლილი დეიდის საბუთებს მისი პენსიის მისაღებად იყენებდა

39 წლის მამაკაცს, რომელიც კორდელიოში დააკავეს, სამმაგი სასჯელი ელის. მას ბრალად ედება საკუთარი დეიდის საბუთების გაყალბება, ქურდობა და თაღლითობა. საქმე იმაშია, რომ ქალი გარდაცვლილია, თუმცა, მამაკაცმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ქალის სახელზე პენსია ჩარიცხულიყო და თანხას თვითონ იღებდა.

საქმე კორდელიო-ევოსმოს პოლიციის დეპარტამენტმა გამოიძია.

მათი ინფორმაციით, ბრალდებული თესალონიკის მუნიციპალიტეტში აგვისტოში მივიდა და გაყალბებული საბუთების საფუძველზე სიტუაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს მისი დეიდა ცოცხალი იყო და თანხა ყოველ თვე უნდა გადარიცხულიყო.

ორი თვის მანძილზე მან შეძლო და პენსია აიღო, თუმცა, სიტუაცია მალე გაირკვა და თაღლითი დააკავეს.

საქმე პროკურატურას გადაეცა დეტალური გამოძიებისთვის.

onalem

ტესტ