fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: 35 წლის მამაკაცმა სახლიდან 70, 000 ევროს ღირებულების ოქრო გაიტანა

გუშინ უშიშროების დეპარტამენტის ოფიცრებმა 35 წლის მამაკაცი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ მოპარული ნივთების ღირებულება, როგორც თავად ამბობს, 70, 000 ევროა. ეს კი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათ გასაყიდად ლომბარდში მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან გატეხა ბინა, რომელიც თესალონიკში, კერძოდ, პანორამატოსში მდებარეობს. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იქ დიდი “ნადავლი” ელოდა, თუმცა, ამხელა ღირებულების ოქრო თუ დახვდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.

როგორც პოლიცია აცხადებს, 35 წლის მძარცველმა ოქროულობა ლომბარდში ჩააბარა, რომელიც 50 წლის მამაკაცს ეკუთვნის. მოგვიანებით ძვირფასი ნივთები მანაც გაყიდა.

ამ დროისთვის დაკავებულია ორივე მათგანი.

onalem

ტესტ