fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თესალონიკში მოკლული ქართველი ემიგრანტის საქმეზე კიდევ ორი ექიმი დააკავეს

ქალის ცხედარი დანაწევრებულია, რასაც ოჯახიც ადასტურებს, თუმცა მისი დაკრძალვა საგამოძიებო მოქმედებების გამო ისევ ვერ ხერხდება.

ბერძენმა სამართალდამცველებმა 9-დღიანი ძებნის შემდეგ, 36 წლის ქართველი ემიგრანტის ცხედარი სალონიკთან ახლოს, ტყეში დანაწევრებული იპოვეს. ის სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. 9 დღის შემდეგ  სამართალდამცველებმა ცხედარი კუმძულ ხალიდიკის ტყეში მდინარიდან გამორიყული იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი იმდენად დაზიანებული იყო, რომ მისი იდენტიფიცირება ოჯახმა მხოლოდ სვირინგის საშუალებით შეძლო.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექიმთან ოპერაციაზე მისული პაციენტი ბრალდებულმა სალონიკში მდებარე იპოკრატიოს კლინიკის ერთ-ერთ ოთახში 26 აპრილს მოკლა, მოგვიანებით კი დანაწევრებული ცხედარი კლინიკიდან ფარულად გაიტანა და საკუთარი ავტომობილით კუნძულ ხალკიდიკზე მდინარეში ჩააგდო. მოგვიანებით მდინარემ დანაწევრებული ცხედარი გამორიყა.  სამართალდამცველებმა 38 წლის ქირურგი დააკავეს. თუმცა, ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა  და ბრალი არ აღიარა.

რამდენი დღის შემდეგ დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ექიმია დააკავეს. 

მოკლულის ოჯახი ვარაუდობს, რომ ქალი ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა. როგორც გარდაცვლილის მამიდამ, ნარგიზა ბერიძემ განაცხადა, ავადმყოფს წამლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული, რის გამოც ვეღარ გამოიღვიძა.

”როცა მიხვდნენ, რომ პაციენტი შემოაკვდათ, იმავე დღეს, ღამის 11 საათზე 150 კილომეტრის დაშორებით წაიყვანეს ტყეში. ამ ფაქტს კამერებზე გაკეთებული ვიდეოჩანაწერებიც ადასტურებს. ეს ადგილი იყო ამ ექიმის სოფელი. დამარხვით ჯერ ვერ ვმარხავთ, რადგან მიმდინარეობს ექსპერტიზა და ბევრი რაღაცები ვლინდება“, – განაცხადა გარდაცვლილის მამიდამ.

მისივე თქმით, ექსპერტები ასევე იკვლევენ, არის თუ არა საქმე დაკავშირებული ორგანოების გაყიდვასთან. გარდაცვლილი ქობულეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში 6 წლის წინ წამოვიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

წყარო: Sputnik-georgia.com

onalem

ტესტ