fbpx
კრიმინალიტერორიზმი

ტერაქტის დროს დაკარგული გოგონას გარდაცვალება დადასტურდა

8 წლის საფი როუს რუსოსი იმ 22 გარდაცვლილს შორისაა, რომლებიც მანჩესტერში ტერაქტს ემსხვერპლნენ.

ტერაქტი 22 მაისს მანჩესტერ არენაზე ღამით მოხდა. ბერძნულმა მედიამ კი ამის შესახებ 23 მაისს, შუადღეს გაავრცელა ინფორმაცია.

გოგონას ბიძამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საფი როუს რუსოსი გარდაიცვალა და ამის შესახებ კვიპროსის საგარე საქმეთა საინისტროს შეატყობინა.

”მათ ჩვენი გოგონა მოკლეს,” ამბობს ის.

საფის დედა და და მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გოგონას მამა წარმოშობით კვიპროსიდან არის, თუმცა ოჯახს აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა.

onalem

ტესტ