fbpx
ეკონომიკა

თანხა საბერძნეთის მთავრობისგან ქირის გადასახდელად – პლატფორმა უკვე მზად არის!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ელექტრონული პლატფორმა, სადაც მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ, უკვე მზად არის და თვის ბოლოს, მაქსიმუმ მარტის პირველ რიცხვებში გაიხსნება. ქვეყანაში მცხოვრები 300.000 ოჯახი, მათ შორის ემიგრანტები, მიიღებენ თვეში 70 ევროდან 210 ევრომდე, რათა საცხოვრებელი ბინის ქირა ნაწილობრივ ან სრულად დაფარონ.

თქვენი განაცხადი ძალაში იქნება თანხის პირველი ჩარიცხვიდან მომდენო 12 თვის მანძილზე. 6 თვის შემდეგ ის ავტომატურად განახლდება მომდევნო 6 თვისთვის.

ერთ სულზე გაწერილია თვეში 70 ევრო.

ოჯახის ორ ზრდასრულ წევრზე გაწერილია თვეში 105 ევრო.

სამწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია და ერთი ბავშვი თვეში 140 ევრო.

ოთხწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და ორი ბავშვია 175 ევრო.

ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და სამი ბავშვია, თვეში 210 ევრო.

განაცხადის შესავსებად, გირჩევთ, მიმართოთ პირად ბუღალტერს, ვინაიდან, დახმარების მიღების კრიტერიუმები ასევე განისაზღვრება თქვენი შემოსავლისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით.

onalem

ტესტ