fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: მოხუც ცოლ-ქმარს თაღლითმა სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაატანინა

შეიძლება მოძველებული ხერხია , თუმცა, აშკარაა, რომ ეს მეთოდი ჯერ ისევ ჭრის დასავლეთ ახაიას სოფლებში, რადგან მძარცველი მიდიოდა მაცხოვრებლებთან და ტექნიკოსად აცნობდა თავს, აშინებდა მათ, რომ სახლში მოკლე ჩართვის საფრთხე იყო და არწმუნებდა, ფული და ძვირფასეულობა სახლიდან გაეტანათ, რათა არ დამწვარიყო.

ამ მეთოდით შეაღწია მძარცველმა მოხუცებული ცოლ-ქმრის სახლში, რომლებმაც მართლა დაიჯერეს, რომ უცნობი, რომელიც მათ მოკლე ჩართვის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა, ნამდვილად ΔΕΗ-ს თანამშრომელი იყო. ამიტომაც, მოხუცებულმა ცოლ-ქმარმა მოაგროვა თავისი თანხა და ძვირფასეულობა, რომელიც შემდგომ, სადღაც გაუჩინარდა… როგორც აღმოჩნდა, “ტექნიკოსმა” გამოართვა მათ ისინი, რათა ცალკე, უსაფრთხო ოთახში შეენახა.

ამ გზით, ჩაიგდო მძარცველმა ხელში 5,200 ევრო, 3 შემნახველი ანაბრის საბუთი და მოხუცების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. ცოლ-ქმარმა, ამ ფაქტის შესახებ, დასავლეთ ახაიას პოლიციის განყოფილებას აცნობა. დამნაშავის წინააღმდეგ საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა.

onalem

ტესტ