fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ის გერმანიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალიშია

გერმანული Voice-ის 2017 წლის გამარჯვებული, მომღერალი ნათია თოდუა, ახლა ისე ახლოსაა მიზანთან როგორც არასდროს.

ქართველი მომღერალი ევროვიზია 2018-ის გერმანიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალიშია და დიდი შანსი აქვს, რომ საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე გერმანიის სახელით წარსდგეს.

22 თებერვალს ის 5 სხვა კონკურსანტთან ერთად ბერლინში გამართულ ფინალურ კონცერტზე იმღერებს.

შეგახსენებთ, რომ ნათია თოდუამ Voice-ის ფინალში ხმების 50,1% დააგროვა და პროექტის გამარჯვებული გახდა.