fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

სისხლიანი გარჩევა ათენში – დაჭრილია 4 ადამიანი

Σκάι-ის ინფორმაციით, დღეს შუადღეს ათენში სისხლიანი შეტაკება მოხდა.

კერძოდ, ახარნონისა და სუმერლის ქუჩების კვეთაზე, ვათის სკვერში, ადამიანების ორი ჯგუფი ერთმანეთს თავს დაესხა. როგორც ცნობილია ამ ტერიტორიაზე სირიელი ოჯახები ცხოვრობენ.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და თანამშრომლებმა დაახლოებით 10 ადამიანის იდენტიფიცირება მოახერხეს. მათგან 4 სერიოზულად არის დაშავებული.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ სირიელები ჩხუბისას ბასრ საგნებს იყენებდნენ.

ამ დროისთვის დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

onalem

ტესტ