fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“შვილს რომ მომიკლავენ, ზომებს მერე მიიღებენ?” – ამბობს მე-3 კლასელი ბიჭის დედა

საბერძნეთში, კერძოდ კი კოზანში, მე-3 კლასელი ბავშვის დედა შოკისმომგვრელი ამბის შესახებ ჩივის.

მისი თქმით, მისი მცირეწლოვანი შვილი სკოლაში, კლასელების მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. მან ამის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა, თუმცა, სკოლის ადმინისტრაციამ არაფერი მოიმოქმედა. 2018 წლის 16 იანვარს კი ქალს მოთმინების ფიალა აევსო: “სანამ შვილს არ მომიკლავენ, მანამდე ზომებს არ მიიღებენ?” – აცხადებს ის მედიასთან საუბარში.

რამდენიმე დღის წინ ბიჭს თანაკლასელი დაესხა თავს და თვალზე სერიოზული დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

“ასეთ ინციდენტებს ბევრ სკოლაში შეხვდებით და მე არ ვიცი რა არის ამის მიზეზი. ამაში არავინ ერევა, სკოლის ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს, ეშინიათ და საერთოდ არ იციან, თუ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ჩემს შვილს კოლაში წასვლა არ უნდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ მას ასეთი რამ შეემთხვა და მე ეს დავუშვი.”

საბოლოოდ 8 წლის ბიჭმა სკოლა შეიცვალა, თუმცა, ქალი დარწმუნებული არ არის, რომ იქ მსგავსი რამ არ მოხდება. ასევე, მან ჩივილი გამოთქვა იმიტომ, რომ თუ მისი შვილი აირიდებს დღეს თავდასხმას სხვა სკოლაში გადასვლით, ხვალ იმავე სკოლაში დარჩენილი სხვა ბავშვი გახდება მსხვერპლი. ამიტომ ის სკოლის ცხოვრებაში შესაბამისი ორგანოების ჩარევას ითხოვს.

onalem

ტესტ