fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“შეიძლებოდა ორივე დამეკარგა” – გოგონა, ღორის გრიპით, რომელმაც ნაადრევად იმშობიარა

24 წლის გოგონამ, კრეტადან, ორსულობის 33-ე კვირაში აღმოაჩინა, რომ ღორის გრიპით იყო დაინფიცირებული, რის გამოც, ექიმებმა გადაუდებელი საკეისრო კვეთა დანიშნეს.

“ჩემი მეუღლე საავადმყოფოში მივიყვანე, მაგრამ არ ვიცოდით, რა სჭირდა. თავდაპირველად პნევმონია დაუდგინეს და მეორე დღეს მოვიდა შედეგები, რომ ეს ვირუსი H1N1 იყო. მისი მდგომარეობა უარესდებოდა და ექიმებმა ხუთ საათში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბავშვის და მისი გადარჩენის ერთადერთი გზა საკეისრო კვეთა იყო. 

ექიმებმა მითხრეს, რომ სიტუაცია სერიოზული იყო და ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ყველაფერი გააკეთეს მათ გადასარჩენად. ისინი არ მაძლევდნენ იმედს და არ ამბობდნენ იმას, რაშიც დარწმუნებულები არ იყვნენ. მუხლები მეკვეთებოდა, ისე მეშინოდა. 

დაიბადა პატარა გოგონა, რომელსაც ევაგელია დავარქვით. ახლა ის ინკუბატორშია, ჩემი ცოლი კი რეანიმაციაში. 

ქორწილი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ვირუსმა ყველაფერი ჩაგვიშალა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ გაიკეთონ ვაქცინაცია, რადგან ამ ყველაფრის გავლა არ მოუწიოთ,” ამბობს ახალშობილის მამა.

 

 

onalem

ტესტ