fbpx
კრიმინალი

სერიული მკვლელი ციხიდან გამოდის და კუნძულ თასოს უბრუნდება?!

თეოფილოს სეხიდისი – ეს არის სახელი და გვარი, რომელიც გასული საუკუნის ყველაზე სასტიკ მკვლელს ეკუთვნის. ”კანიბალი”, ”ფრანკენშტეინი” და ა.შ. მას უამრავი ზედმეტსახელი ჰქონდა. ყველაფერი კი 1996 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც 24 წლის მამაკაცის მიერ, სამი თვის წინ ჩადენილ მკვლელობებს ფარდა აეხადა.

საბერძნეთი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც 1996 წლის 19 და 20 მაისს თეოფილოს სეხიდისმა საკუთარი ოჯახის 5 წევრი მოკლა: დედა, მამა, და, ბიძა და ბებია.

ახლა კი, 21 წლის შემდეგ, მან გათავისუფლებაზე განაცხადი შეიტანა.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული ფსიქიატრების, მედიკოსების და სასამართლოს ექსპერტების შესასწავლი თემა გახდა. სეხიდისი ახლა ისე ახლოსაა დაუბრუნდეს ”თავისუფალ ცხოვრებას” და კუნძულ თასოს, როგორც არასდროს. ამის საშუალებას კანონი აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ მას სამუდამო პატიმრობა 5-ჯერ მიუსაჯეს.

მის მიერ შეტანილი განაცხადის მიხედვით, რომელიც 2017 წელს განიხილება, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება უნდა მოხდეს. მისი ადვოკატის თქმით, 4322 კანონი მას უფლებას აძლევს მოითხოვოს გათავისუფლება. ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ პატიმარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 2-ჯერ ან 3-ჯერ და ამის შემდეგ ციხეში გაატარა მინიმუმ 15 წელი.

კანონებში არსებობს კიდევ უამრავი დეტალი, რომელიც მის გათავისუფლებას უწყობს ხელს. ყველაფერი კი დროთა განმავლობაში გახმაურდება.

onalem

ტესტ