fbpx
ემიგრაცია

“საზმაუს დირექტორი ემიგრანტებს არ იცნობს და არც აინტერესებს! – დარეჯან ღამბაშიძე

“საზმაუს დირექტორი ემიგრანტებს არ იცნობს და არც აინტერესებს?!!!!!
ჩვენ ვუბრუნდებით თემას „მიგრაციის მარშრუტების“ გაუქმების შესახებ.
“ ორგანიზაცია ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი“ ბელგიასა და ათენში ერთი კვირის წინ გამოეხმაურა საზმაუს გადაცემას „მიგრაციის მარშრუტების“ დახურვის შესახებ, რამაც უამრავი ემიგრანტის აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად ამისა არხის დირექტორი ბატონი ვასილ მაღლაფერიძე და მისი მოადგილე გვიმრაძე არ შეუწუხებია ემიგრანტების გულისტკივილს. ბატონმა ვასილმა, არც კი ჩათვალა საჭიროდ პასუხი გაეცა, ამდენი ემიგრანტის მოთხოვნას, თუ რატომ დახურეს გადაცემა და რატომ გაუუქმეს გაუფრთხილებლად მუდმივი ხელშეკრულება გადაცემის წამყვან ქალბატონებს ნანა ლომიძეს და ია მახარაძეს. როგორც ირკვევა საზმაუმ მხოლოდ გადაცემა „მიგრაციის მარშრუტების“ ორი თანამშრომელი გაათავისუფლა. ანუ არხის რეორგანიზაცია, მხოლოდ ამ გადაცემას შეეხო. ყოველგვარი ინტუიცია უძლურია, რატომ უნდა შეწყვეტილიყო გადაცემა!
-იქნებ დაგვისახელოთ ბატონებო, რომელიმე თემა, რაც არ მოგეწონათ-თქვენი თანამემამულეები, რომ საზღვარგარეთ იღწვიან, შრომობენ და ფულს გიხდიან? იქნებ ამდენი ემიგრანტული ორგანიზაცია, საკვირაო სკოლები, კულტურის ცენტრები, თავიანთი ფინანსებით და კეთილი ნებით რომ
შექმნეს? ბავშებმა, რომ დედები, ამ გადაცემაში პირველად ნახეს ,რადგან კომპიუტერი და სკაიპი ჯერ კიდევ ახლი იყო და არ ჰქონდათ.! იქნებ ემიგრანტი მეცნიერები, პროფესორები, წარმატებული ქალები არ მოგეწონათ . იქნებ დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის შვილი რეჯებ ჟორდანია და უამრავი გამოჩენილი, წარმატებული ადამიანი, რომ სტუმრობდა გადაცემას! ყველა პრობლემური საკითხი, რომ ამ გადაცემში შუქდებოდა! 75000 ათასი გადაცემა მიუძღვნეს ამ ქალბატონებმა ემიგრანტებს, თქვენთვის არაფერს ნიშნავს? და ჩვენ ემიგრანტები ინტერესით ვუყურებდით ინტერნეტში ამ ყველაფერს. რომელი ერთი დაგისახელოთ, ფაქტია ემიგრაციაზე საერთოდ არა გაქვთ წარმოდგენა, არც გაინტერესებთ ემიგრანტები. ვერ ითვალისწინებთ, რომ ხიდი ჩატეხეთ სამშობლოსა და ემიგრაციას შორის, საქართველოდან ტვინებია გადინებული უცხო ქვეყნებში არ გაგიგიათ? მუსიკალური „ჯაზოფრენიაა“ თქვენთვის რეიტინგული?! ია მახარაძის მედიის სფეროში კვალიფიკაციას, გამოცდილებას ვერაფრით იყენებთ, ვერც ამ ქალბატონების 20 წლიან გამოცდილებას ემიგრატებთან ურთიერთობების, ნანა ლომიძის წლოვანება თუ პრობლემაა ვასილ მაღლაფერიძე და მისი მოადგილე წკვერტო ყმაწვილები მყავხართ? სირცხვილია, რომ ბატონი დირექტორი არ იცნობს ემიგრაციას, არც ისტორიულს, არც შრომითს და არც დიასპორას. სახელმწიფოებრივი არხის დირექტორი, უნდა იყოს თავისი ქვეყნის და თანამემამულეების სტაბილური ობიექტი. თქვენ რას აკეთებთ, ალბად მოცემული კონვენციის მანიპულირებით

გინდათ ხუთწუთიანი ჩართვები გააკეთოთ ემიგრანტებთან და დაარქვათ ნიუსი? რატომ არის საინტერესო თქვენთვის მილიონ შვიდასიათასი ემიგრანტის და მათი დარჩენილი ოჯახების ახლობლების და ნათესავების სრული უგულებელყოფა. ბატონო ვასილ, ეს ჩემი მეორე პოსტია, თუ ამჯერადაც არ იგრძნობთ პასუხისმგებლობას, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს გადაყენებას. კმარა! თქვენ კი არა მინისტრები გვპასუხობენ, ნუთუ ძნელია გადადგათ ნაბიჯი და გვითხრათ ვის ინტერესებს ემსახურებით, თქვენ ფეხქვეშ თელავთ ემიგრანტების იმედებს, პერსპექტივებს, მათი რესურსის რეალიზებას სამშობლოში!!! ვინ გირჩიათ, ან ვის კითხეთ ამ საგანძურს შეხებოდით, რაც არ უნდა „ზემოდან“ მოდიოდეს, თქვენი პრინციპი სადაა! გონს მოდით, დააბრუნეთ ჩვენი, ქართველი ემიგრანტების დრო საზოგადოებრივ რადიოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ათენის ქართული საკვირაო სკოლა პატარა ემიგრანტებს გააცნობს გადაცემის ისტორიას. ბავშვები იმსჯელებენ, თქვენს შესახებ მიხვდებიან, რომ არაგონივრული ნაბიჯები გადადგით. მჯერა მთელი საზღვარგარეთ მყოფი საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი თანამემამულეებიც დაგვიჭერენ მხარს და ემიგრაციის ისტორიაში დარჩებით ,როგორც თქვენი თანამემამულეების მოძალადე მმართველი. სამი დღე საკმარისია, ყველაფრის განხილვისათვის იმსჯელეთ, იფიქრეთ და პასუხი გაგვეცით დააბრუნებთ თუ არა გადაცემას, იმ ფორმატით, ქრონომეტრაჟით, როგორც იყო წარმოდგენილი. თქვენი პასუხი ეხლა ყველაზე მეტად საჭიროა, ამ გაუგებარი პროცესების შეფასებისათვის, ემიგრაციაში მყოფი მომავალი

თაობისათვის, ემიგრანტებისათვის, რომლებმაც ყველა ქვეყანაში „პატარა საქართველო“ დადგეს და “ სამშობლო ხელის გულზე სატარებელი“ დაარქვეს,” წერს დარეჯან ღამბაშიძე.

onalem

ტესტ