fbpx
საბერძნეთი

2019 წელს საზღვრებზე ახალი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, ხალხს მესაზღვრე აღარ შეამოწმებს

რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე “სიცრუის დეტექტორების” დადგმა იგეგმება. ამ ქვეყნების სიაში კი საბერძნეთი, უნგრეთი და ლიეტუვა პირველები არიან.

მედია საშუალების ცნობით, ახალი ინიციატივის ფარგლებში სტუმრებს მესაზღვრის ნაცვლად, სპეციალურად შექმნილი პროგრამა შეამოწმებს.

ანიმაციური კიბერ მესაზღვრე ვიზიტორებს პასპორტს, ვიზას და სხვა დოკუმენტებს შეუმოწმებს. გარდა ამისა, ის რამდენიმე შეკითხვას დაუსვამს, მაგალითად – რა გადააქვთ ჩანთით და რა არის მათი ვიზიტის მიზანი.

სპეციალური პროგრამის საშუალებით კიბერ მესაზღვრე დაადგენს, იტყუება თუ არა მგზავრი. ამის შემდეგ პროგრამა პასუხებს გააანალიზებს და გასცემს ნებართვას ან უარს ეტყვის ქვეყანაში შესვლაზე..

თუ მოქალაქემ სიცრუის დეტექტორზე შემოწმება წარმატებით გაიარა, მას მესაზღვრეები აღარ შეამოწმებენ. ხოლო საპირისპირო შემთხვევაში პირს დამატებითი შემოწმების გავლა მოუწევს. 

მედიის ცნობით, 2019 წელს ასეთი ტიპის კიბერ მესაზღვრე ლიეტუვაში, უნგრეთსა და საბერძნეთში დაინერგება. პროექტის მიზანია ევროკავშირში შესვლა უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახადოს.

სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა, რომელიც “სიცრუის დეტექტორს” და ანიმაციურ პოლიციელს აერთიანებს, პროექტ iBordedControl-ის ნაწილია.

onalem

ტესტ