fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერს, ალექსის ციპრასს შეხვდა

საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებები საბერძნეთის პრემიერთან გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის თანამშრომლობა საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა ევროპის განვითარებას და სწორედ ამ ტრადიციებზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს ორ ქვეყანას შორის თანამედროვე ურთიერთობები. მხარეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები ვაჭრობის, ტურიზმის, ბიზნესთანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ალექსის ციპრასმა დაადასტურა საბერძნეთის სრული და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებების მიმართ ევროკავშირსა და ნატოში.

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. ხაზი გაესვა, რომ ოკუპაციამ საქართველოში მცხოვრები ბერძნებიც დააზარალა. აღინიშნა ისიც, რომ საფრთხე ექმნება იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან საქართველოს ტერიტორიაზეა. მხარეების თქმით, საჭიროა საერთო ძალისხმევა ევროპაში კონფლიქტების მოსაგვარებლად და სტაბილურობის შესაქმნელად, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ინვესტიციების მოზიდვისა და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

onalem

ტესტ