fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს გრანტი გადაეცათ

სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონში ჯამში 28 პროექტი დაფინანსდა.

საქართველოში დაბრუნებულ 339 ემიგრანტს, სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში” მონაწილეობის მისაღებად 2015 წელს 222 მიგრანტი ჩაერთო, 2016 წელს — 298, ხოლო 2017 წელს — 448.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში იმ დაბრუნებულ მიგრანტებს შეხვდა, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა.

სამინისტროს ცნობით, რეინტეგრაციის პროგრამის დახმარებით კახეთში სხვადასხვა პროექტი დაფინანსდა, მათ შორის, მებოცვრეობის პროექტი, ერთ-ერთმა მიგრანტმა გრანტით საოჯახო სასტუმრო გააკეთა. მიგრანტებს ასევე გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სადურგლო საქმისთვის საჭირო იარაღების შესაძენი თანხა და სხვ.

სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონში ჯამში 28 პროექტი დაფინანსდა.

დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა” 2015 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანს ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება წარმოადგენს, რომლებიც ქართველ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრირებაში დაეხმარება.

მიგრანტებისთვის გათვალისწინებულია სარეინტეგრაციო დახმარების შემდეგი სერვისები:

  • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება;
  • სოციალური პროექტების დაფინანსება;
  • სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა;
  • საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.

საგრანტო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც:

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
  • სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების” სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.

წყარო: www.sputnik-georgia.com

onalem

ტესტ