fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ათენის 50-ე სკოლაში მიმდინარე ქართულის გაკვეთილებს დაესწრო

საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი მაია დევაძე 2017 წლის 11 მაისს დაესწრო ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე ქართული ენის გაკვეთილებს.

სკოლაში მოღვაწე ქართველი მასწავლებლების ქ-ნი მადონა ჯავახიშვილისა და ქ-ნი ხათუნა ლობჟანიძის ინფორმაციით, ქართული ენის გაკვეთილები აქტიურად ტარდება და ბავშვები წარმატებით ეუფლებიან ქართულ ენას.

საელჩოს წარმომადგენლის სკოლაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სკოლის დირექტორთან ბ-ნ ევანგელოს მოკოსთან, რომელსაც სკოლის ბიბლიოთეკისათვის გადაეცა ილუსტრირებული წიგნი – „საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის“.

საბერძნეთის 50-ე საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ენის გაკვეთილები წარმატებით მიმდინარეობს, ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან სკოლის ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს ქართული ენის შესწავლის სურვილის მქონე ნებისმიერი სხვა სკოლის მოსწავლეებიც.

onalem

ტესტ