fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა რომელიც დიასპორული ორგანიზაციების სტატუს დაარეგულირებს

ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გაავრცელა განცხადება სადაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიერ დაარსებული ორგანიზაციებისთვის დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის განსაზღვრას და დადგენას ითხოვს:

საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფომ დიასპორული ორგანიაციის სტატუსის მინიჭების წესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადგინოს და განსაზღვროს. ვფიქრობ დროა ამ საკითხზე ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა. ეს გადაუდებელი აუცილებლობაა თუ გვინდა დავასრულოთ მხოლოდ ,,ტაშ-ფანდურა” და ,,ცეკვა-თამაშზე” აწყობილი სისტემა. ემიგრაციას აქვს ბევრად უფრო სერიოზული და პრობლემური საკითხები მოსაგვარებელი. ისეთები როგორიცაა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა ადგილსამყოფელ ქვეყნებში, ჯანმრთელობის და შრომითი უფლებების დაზღვევის საკითხები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომლობა, ლეგალური დასაქმების ხელშეწყობა და განვითარება, განათლების და ადგილამყოფელ ქვეყნებში ინტეგრაცია და ა. შ . ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პარალელურად რომელიც ვფიქრობ ქართული ენის შენარჩუნებასა და სწავლებაზე უნდა აეწყოს, რაც შეეხება კულტურას და სპორტს ეს სფეროები ხელშეწყობილი და დაფასებულ- წახალისებული უნდა იყოს კულტურულ დ სახალხო დიპლომატიის ჩარჩოში და მხოლოდ თანამემამულეთათვის საკონცერტო ბილეთების მიყიდვის ფორმატში არ უნდა ვითარდებოდეს. ამ მხრივ წარმართული საქმიანობა ცალსახად უნდა ახდენდეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას ადგილობრივ – იმ ქვეყნის მოქალაქეებში და აქტიურად უნდა მონაწილეოდნენ ამავე ქვეყნის ცნობილი სახეები მასში. ვფიქრობ მოვიდა დრო ერთის მხრივ სახელმწიფომ, ხოლო მეორეს მხრივ დიასპორამ სერიოული ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით ერთობლივად.

ინიციატივის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომელმა და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველმა, ზაალ სარაჯიშვილმა გააკეთა განცხადება სადაც განაცხადა რომ ინიციატივას მიესალმებიან და უკვე დღესვრ დაიწყებენ კანონპროექტზე მუშაობას