fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს ელჩისა & საბერძნეთში ქართულენოვანი ადვოკატების მეორე შეხვედრა

საქართველოს საელჩოში სამართლებრივსაკონსულტაციო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 6 ივნისს. ათენში საქართველოს საელჩოში, საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით, რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საბერძნეთში მოღვაწე იურისტებინი ნანა აბულაძე, ნი ლეონიდას პავლიდისი და ნი რევაზ კიკნაძე, საბერძნეთის ქართულენოვანი საინფორმაციო ცენტრების წარმოდგენილები: ათენის ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნი ავთანდილ გიუნაშვილი და „georgians.gr“-ის ხელმძღვანელი ნი ბექა ბექაური. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. შეხვედრაში skype- საშუალებით ჩაერთო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელი ნი ქეთი გორგოშიძე.

როგორც მოგეხსენებათ, .. 16 მაისს, სამართლებრივსაკონსულტაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ:

1. მოხდება საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის ყველა შესაბამისი დებულებისა და ამ კანონმდებლობაში შესული ყველა ცვლილებების თავმოყრა, რის შემდეგაც, ქართული ემიგრაციისათვის მომზადდება გზამკვლევი იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობა იძლევა.
2.
საბერძნეთში მოქმედი ქართველი იურისტები, ბერძნული მხარისათვის შესათავაზებლად, მოამზადებენ საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც გააფართოებენ საქართველოს მოქალაქეების იმ კატეგორიებს, ვისთვისაც საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზება შესაძლოა გამარტივდეს. ამ ცვლილებების საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობაში შეტანას ლობირებას გაუწევს როგორც . ათენში საქართველოს საელჩო, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება.

6 ივნისის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებულ სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), რომლის წარმომადგენლის განცხადებით, ცენტრი ჩაერთვება საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისი დებულებებისა და ამ კანონმდებლობაში შესული ყველა ცვლილების .. გზამკვლევის შემუშავებაში, ასევე სამუშაოების მიზნებიდან გამომდინარე, სხვა სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში, რისთვისაც, ნი გორგოშიძის განცხადებით, .. სექტემბრიდან, ცენტრი მოახდენს კონკრეტული პროექტის ინიცირებას.

საქართველოს ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საბერძნეთის მიგრაციის სამინისტრომ გამოყო ქართულ მხარესთან სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე პასუხისმგებელი პირი, რომელიც საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობას აქტიურ დახმარებას გაუწევს.

ასევე, საქართველოს ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს აცნობა, რომ იგეგმება მიმდინარე სამუშაოებში საბერძნეთის ომბუდსმენის ნი . პოტაკისის ჩართვა, როგორც საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული პროცესის პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიზნით.

საკონსულტაციო ჯგუფმა შეათანხმა მომდევნო კვირების განმავლობაში ჩასატარებელი სამუშაოები, რათა სექტემბრის თვიდან დაგეგმილი პროექტის დასაწყებად ყველა შესაბამისი წინაპირობა დროულად იქნას შექმნილი.