fbpx
პოზიტივისაქართველო

“საქართველო, მიყვარხარ. ეს სხვაგან რომ მომხდარიყო…”- ამერიკელის მადლობა ქართულ პოლიციას

ამერიკელმა ტურისტმა ნიკოლმა სოციალური ქსელის მეშვეობით ქართულ პოლიციას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკოლი საქართველოში ბრიტანელ მეგობარ ჯერემთან ერთად ჩამოვიდა ველოტურის ფარგლებში (ტაილანდი-ესპანეთი-ინგლისი). მოგზაურებს თბილისში 19 იანვარს ველოსიპედები მოჰპარეს. ამის შესახებ ნიკოლმა Facebook-ში Unlearning By Bike-ის გვერდზე დაწერა. ხუთი დღის შემდეგ კი სახლში, სადაც ტურისტები იყვნენ გაჩერებული, პოლიცია მივიდა და შეატყობინა, რომ მათი ველოსიპედები ერთ-ერთ სოფელში, თბილისიდან 100 კილომეტრში, საქართველო–სომხეთის საზღვართან აღმოაჩინეს.

“მათ დაგვიბრუნეს ჩვენი ველოსიპედები და ადამიანობის რწმენა… საქართველო, მიყვარხარ. ეს სხვაგან რომ მომხდარიყო, არ მგონია, რომ ასეთი შედეგით დამთავრებულიყო”, – წერს ნიკოლი სოციალურ ქსელში.

ნიკოლმა და ჯერემმა ზამთრის პერიოდში საქართველოში დარჩენა და გზის მოგვიანებით გაგრძელება გადაწყვიტეს. ნიკოლი ესპანეთში, ჯერემი კი ინგლისში გაემგზავრება.

onalem

ტესტ