fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საქართველო, ალბანეთი, ერაყი, ირანი – ემიგრანტების უმრავლესობა სამშობლოში ბრუნდება

გერმანული ყოველკვირეული გაზეთი “Die Zeit” საბერძნეთის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ამ კვირის გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია ემიგრანტებზე, რომლებიც საბერძნეთიდან საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებიან.

უფრო კონკრეტულად, 2018 წელს 12, 700-ზე მეტი ემიგრანტი დაბრუნდა სახლში. ამ ინფორმაციას საბერძნეთის პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მხოლოდ დეკემბერში 800-მა ემიგრანტმა გადაწყვიტა წასვლა და მათი უმეტესობა გაზეთის მიხედვით, არიან ქართველები, ალბანელები, ერაყელები და ირანელები.

გერმანული გაზეთი ასევე ეხება იმ მწვავე საკითხს, რასაც ლტოლვილთა ბანაკებში არსებული მდგომარეობა ჰქვია. ბანაკებში არაადამიანური პირობებია და ხალხი, რომელიც საკუთარ ქვეყანას გაექცა, ბევრად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც, უკან დაბრუნებას არჩევენ.

როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი ეკონომიკურ კრიზისს ნელ-ნელა თავს აღწევს, ემიგრანტების ნაწილი, რომელიც უცხო ქვეყანაში უკეთესი ბედის საძებნელად ჩამოვიდა, კვლავ უკან ბრუნება.

onalem

ტესტ