fbpx
საზოგადოება

საოცნებო სამსახური: 20 წლის ბერძენი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და მილიონებს გამოიმუშავებს

საოცნებო სამსახურის შესახებ ინტერნეტში რეგულარულად იწერება. ”იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო და გამოიმუშავე ფული!” – მსგავსი შემოთავაზება აქვს უამრავ სარეკლამო ბანერს. თუმცა, იმ ადამიანების შესახებ, ვისაც გაუმართლა და აქვს ასეთი შესანიშნავი სამუშაო, თითქმის არაფერი იწერება, რადგან ასეთი ინფორმაციის სიზუსტის გარანტია არ არსებობდა.

ამ შემთხვევაში კი, ჩვენი გმირი 20 წლის ბერძენი, ალექს მახერასია. მას ევალება იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა თვითმფრინავებით, მოსინჯოს სკამები, რომლებზეც მგზავრები სხდებიან და დააგემოვნოს მათთვის შეთავაზებული საკვები.

ალექსი ბერძენისა და კვიპროსელის ოჯახში დაიბადა და ინგლისში გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლებს ავიაციასთან საერთო არაფერი ჰქონდათ, ის ბავშვობიდან თვითმფრინავებზე ოცნებობდა. როგორც აღნიშნავს, ბავშვობაში გადაღებულ ვიდეოებში არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ცაში იშვერს თითს და თვითმფრინავზე უთითებს. ბიჭი ადრეული ბავშვობიდანვე კითხულობდა სპეციალურ ლიტერატურას.

14 წლის ასაკში, ალექსი სოციალურ ქსელში საავიაციო ინდუსტრიის ანალიზისას შენიშნეს და ამის შემდეგ, ახალგაზრდა ტალანტი ბრიტანულ რადიო სადგურში მიიწვიეს. 16 წლიდან ის რეგულარულად იღებდა მოწვევებს ტელევიზიებიდან, როგორც უჩვეულო ექსპერტი, ის კომენტარებს აკეთებდა თვითმფრინავებთან დაკავშირებულ ყველანაირ აქტუალურ საკითხზე.

რა თქმა უნდა, ასეთი იშვიათი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მისი ახლანდელი სამსახური გახლავთ სამოქალაქო ავიაციის ”სამგზავრო ტესტი”. ეს პოზიცია ისე არავის უხდება, როგორც მახერასს, პირველ რიგში, როგორც თვითმფრინავების მოყვარულსა და ექსპერტს და მეორე, როგორც ახალგაზრდასა და წარმოსადეგ პიროვნებას. მისი ხელფასი, ცხადია, არ არის დაბალი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ის რამდენიმე მილიონსაც კი შეადგენს.

ალექსი ყოველი ფრენისას ყურადღებით იღებს ფოტოებს, რომლებსაც შემდეგ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ნახეთ მისი ყოველდღიურობა:

onalem

ტესტ