fbpx
საზოგადოება

სანტორინზე ჩარჩენილი ბრიტანელი გოგონების წყვილი კომპანიას უჩივის

მანჩესტერელი გოგონების წყვილმა საკუთარი ნიშნობა კუნძულ სანტორინზე აღნიშნა. თუმცა, დიდ ბრიტანეთში დაბრუნება ვერ შეძლეს, რადგან მათი ფრენა გადაიდო.

25 წლის ქეით ჩანდლერი და 27 წლის რებეკა ლემბი ორშაბათს სამშობლოში ვერ დაბრუნდნენ, რადგან თვითმფრინავს საკმარისი ეკიპაჟის წევრები არ ჰყავდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათ უთხრეს, ფრენა მომდევნო დღეს იქნებოდა, ისინი დღემდე სანტორინზე არიან.

ამბობენ, რომ სხვა გზით დაბრუნება არ შეუძლიათ, რადგან საკმარისი თანხა არ აქვთ.


მისი ჩანდლერი სანტორინიდან საუბრობს: ”ჩვენ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ვისვენებდით და ახლახანს დავინიშნეთ. ეს არაჩვეულებრივი იყო, თუმცა ახლა უბრალოდ სანაგვეზე აღმოვჩნდით. კომპანია easyJet, საიდანაც ბილეთები შევიძინეთ, ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ჩვენ მათ შეთავაზებაზე დავთანხმდით, რადგან გვითხრეს, რომ გადაგვიხდიდნენ 400 ევროს და მომდევნო დღეს გავფრინდებოდით.

დროს არაჩვეულებრივად ვატარებდით. ახლა არც ფული გვაქვს და არც საჭმელი. უკვე სამსახურებში უნდა ვიყოთ, ჩვენი მანქანები მანჩესტერის აეროპორტში გველოდება, ოჯახი კი ჩვენი დაბრუნებისთვის ნიშნობის აღსანიშნავ წვეულებას აწყობს, ჩვენ კი სად ვართ?!

ეს ყველაფერი საშინელებაა. აღარასოდეს ვიმგზავრებთ easyJet-ის საშუალებით, თუნდაც, ყველაზე იაფი იყოს.”

onalem

ტესტ