fbpx
საქართველო

სამი შვილის დედა “ფეისბუქლაივის” შემდეგ, მტკვარში გადახტა (ვიდეო)

სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა სცადა. ანა ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თითქმის ყველა საჯარო უწყება სამსახურის დაწყების თხოვნით შემოიარა, თუმცა მუშაობის დაწყებაზე უარი ყველგან ერთი და იგივე მიზეზით უთხრეს.  

როგორც ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით არ ასაქმებენ. უკიდურესად გაჭირვებული ახალგაზრდა ქალი მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადახტა. მანამდე კი მან საკუთარი პრობლემის შესახებ „ფეისბუქ–ლაივში“ ისაუბრა.

მისი დახმარება პოლიციელებმა დროულად შეძლეს. ამ დროისათვის ტყეშელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახა. აქვს ბანკის ვალები, ჰყავს თავდებები, იმ თავდებებს ეჭრებათ ეს თანხა, ურეკავენ და ვერ აიტანა.

თვითონაც საუბრობს, „ნაციონალების“ პარტიაში ვარ, ამას მისახელებენ მიზეზად და ამიტომ ვერსად ვნახულობ სამსახურსო“,- ამბობს ტყეშელაშვილის ნათესავი ლიზა მელიანოვა.

https://www.facebook.com/tyeshelashvili.ana/videos/331988587527667/

onalem

ტესტ